“დიარჯი სისტემა” – “პაციენტებს ჯიბიდან გადახდებს ვეღარ დაუწესებენ” – მინისტრი

0
339
28 Views

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კლინიკებში სამედიცინო სერვისებზე ტარიფები პირველი ნოემბრიდან უკვე დაფინანსების ახალი მოდელით, „დიარჯი“ სისტემის მიხედვით დაითვლება:

 

„მთავრობაზე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სამედიცინო სერვისების ყველაზე სამართლიანი, ყველაზე სწორი და აპრობირებული სისტემით დაფინანსებას. ათიათასობით სერვისი, რომელზეც ტარიფები იყო განსაზღვრული, უკვე „დიარჯი“ მეთოდოლოგიით დაითვლება. კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი გამოითვლება საბაზისო ტარიფისა და „დიარჯის“ წონის მიხედვით – პაციენტის კლინიკაში შესვლიდან, მკურნალობისა და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით.

ეს მეთოდი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამართლიანი მეთოდი, რომელიც წლებია, სხვა ქვეყნებში დანერგილია. ჩვენთანაც იყო რამდენიმე მცდელობა, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული. შემდეგ 2016 წლიდან განახლდა, შევიძინეთ ეს სისტემა. მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა კოდების მისანიჭებლად და სწორი გამოთვლის მექანიზმის შესამუშავებლად. უკვე წელს, იანვრიდან ისევ გავააქტიურეთ საკითხი და როგორც დაანონსებული გვქონდა, ოქტომბერში რამდენიმე ხნით გადაიწია ამოქმედება. მზად ვართ, პირველი ნოემბრისთვის ეს სისტემა გავუშვათ.

ყველა კლინიკა, რომელსაც სურვილი ექნება, „დიარჯი“ სისტემის მიხედვით მოხდეს თანხების ანაზღაურება, ამ სისტემაში ჩართვის სურვილს გამოთქვამს. კლინიკები პაციენტებს  ჯიბიდან ვერანაირ დამატებით გადახდებს ვეღარ დაუწესებენ.

გარდა იმისა, რაც განსაზღვრული იქნება ჩვენი ბრძანებით. ამასთან, რეფერალი სისტემიდან ონკოლოგიურ შემთხვევებს რასაც ვაფინანსებდით, ესეც საყოველთაო ჯანდაცვის მხარეს გადაგვაქვს. ყოველწლიურ ლიმიტს 25 000 ლარამდე ვზრდით, რაც მომართვიანობის სულ მცირე 90 პროცენტს დაგვიფარავს“

Cesko