“ბელგიაში ქართველი ქალი ცემეს, სარდაფში ჩაკეტეს და მოკვლით ემუქრებოდნენ…” – ანა ბალამწარაშვილი

0
635
25 Views

ბელგიაში ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი, ანა ბალამწარაშვილი:

“საშინელი საღამო იყო დღეს, ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი რომ ბელგიაში ტრეფიკინგის მსხვერპლი ქართველის დაცვა მომიხდებოდა, საქმე შემდეგშია: – თურქეთიდან, ეგრეთწოდებულმა დამსაქმებელმა, ბელგიაში “სამუშაოდ” გამოუშვა ქართველი ქალბატონი, უთხრა რომ ოჯახი, რომელშიც იცხოვრებდა მოაგვარებდა მისთვის ბელგიაში მუდმივი ცხოვრების საბუთის გაკეთებას, მოკლედ უზრუნველყოფდა ყველაფრით, დაზღვევა კი გაუკეთა მხოლოდ ერთი კვირის (სავარაუდოდ ყალბი), თან, თურმე სტამბულიდან ბელგიამდე მისი ჩამოყვანა 3000€ დაუჯდა, მაგრამ ეს ყველაფერი უკუღმაა ამ დროს  – ოჯახი (თურქების, მე როგირც მივხვდი მეუღლე ჰოლანდიელი თურქია) სადაც ეს ქალბატონი მოხვდა აღმოჩნდა ჯოჯოხეთი ბელგიაში, დღეს საღამოს მეგობართან საუბრისას ამ ქალბატონს თავზე დაააცხრა ოჯახის დიასახლისი და ფიზიკურად შეეხო, ემუქრებოდა რომ მოკლავდა თუ ვინმეს რამეს ეტყოდა, როცა მიხვდა რომ იწერდა მეორე მოსაუბრე სულ გადაირია და ტელ წაართვეს, შემდეგ როგორც აღმოჩნდა სარდაფში ჩაკეტეს, ამ შუალედში მოასწრო ამ ქალბატონმა და მეგობარს შველა სთხოვა, მან კი მე დამირეკა, ვაცნობეთ პოლიციას, სასწრაფოდ მივიდნენ იმ ოჯახში და გამოიყვანეს ეს ქალბატონი ოჯახიდან, მადლობა ბელგიელ პოლიციელებს, ზედ გადაყვნენ რომ იტყვიან, მაგრამ საქმე იმაშია რომ ამ ვიდეოს გარდა არაფერი გვაქვს ხელთ, რითიც დადასტურდება ტრეფიკინგი, პოლიციის მისვლის შემდეგ პასპორტი დაუბრუნეს და აქეთ დაადეს ვალი ამ საცოდავ ქალს.
მესმის რომ სიდუხჭირე ძალზედ ცუდი მრჩეველია მაგრამ, იქნებ ბილომდე გაარკვიოთ სად და რისთვის მიდიხართ, კარგი ამ ადამიანმა გამოასწრო დღეს და გადაურჩა უბედურებას, სხვა გადაურჩება თუ არა არ ვიცი.
მარტო ღმერთმა იცის რა გადავიტანე ამ საღამოს, მადლობა ჩემს შვილს ელენეს რომ შეძრა დიდი და პატარა.
ფრთხილად იყავით, რისკი ყოველთვის გამართლებული არაა!!!!”

Cesko