“სანამ უკრაინლების გვამებით ერთობიან არესტოვიჩები და საქართველოს განადგურებაზე ოცნებობენ, ჩვენ მშვიდად დაველოდოთ, როგორ მიუსჯის უკრაინელი ხალხი “არესტს” ამ გაზულუქებულ ბოგანოებს”

0
526
20 Views

🔶️ სანამ უკრაინელების გვამებით ერთობიან არესტოვიჩები და საქართველოს განადგურებაზე ოცნებობენ, ჩვენ მშვიდად დაველოდოთ, როგორ მიუსჯის უკრაინელი ხალხი “არესტს” ამ გაზულუქებულ ბოგანოებს.

დედოფლისწყაროში დაბადებული არესტოვიჩი და უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნაცები ომით გვემუქრებიან, ხელისუფლება კი – ცალმხრივი მეგობრობის დამამცირებელი როლიდან ვერ გამოდის.
შეწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობა და ყალბი მეგობრობის დეკლარირება. მოახდინეთ სამართლებრივი რეაგირება თითოეულ მუქარაზე და ნუ გეშინიათ, მტერს შესაბამისად მოექცეთ.

🔷️ “არამზადის სინდისი რომ გააღვიძო, სილა უნდა გააწნა”.
მათ კი, ვისაც უკრაინაზე უფრო შეგტკივათ გული, ვიდრე საქართველოზე, ვეღარ გიშველით. სამშობლოს სიყვარული თანდაყოლილი მადლია, ის არ ისწავლება. აფრიალეთ უკრაინის დროშები და ილოცეთ ზელენსკიზე, ჩვენ – საქართველოსთვის ლოცვას და შრომას გავაძლიერებთ.
“ორ ომს შორის მანძილი მშვიდობაა…”
ჩვენ მშვიდობას ვირჩევთ! ♥️

მაია ელოშვილი, ემიგრანტი საფრანგეთი; სოციალური ქსელი

Cesko