რომან გოცირიძე: არესტოვიჩის გამონათქვამებზე ღრიანცელის ატეხვა „ქართული ოცნების“ მიერ, იგივეა, უკრაინის ხელისუფლებამ რომ სკანდალი ატეხოს ხუხაშვილის ყოველდღიურ ინტერვიუებზე

0
472
22 Views

არესტოვიჩის გამონათქვამებზე ღრიანცელის ატეხვა „ქართული ოცნების“ მიერ, იგივეა, უკრაინის ხელისუფლებამ რომ სკანდალი ატეხოს ხუხაშვილის ყოველდღიურ ინტერვიუებზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

არესტოვიჩი არის ერთი ნიჭიერი ექსპერტი, ამბობს ბევრ ჭკვიანურს და გაურევს აქა-იქ სისულელეებსაც, როგორც დღეს, მაგალითად, თავის თავს უწოდებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტატგარეშე სპეციალისტს, სინამდვილეში აღმოჩნდა თვითმარქვიაა, რადგან არ იძებნება შტატგარეშეთა ოფიციალურ სიაში. ეს გაირკვა მაშინ, როცა მისი მორიგი ექსტრავაგანტური გამონათქვამი არ მოეწონა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და მკაცრად გააკრიტიკა იგი. ასეთი სკანდალიც იყო, როცა აზოვის პოლკის რამდენიმე მებრძოლი მოკვლითაც კი დაემუქრა მას მცდარი ინფორმაციის გავრცელებისათვის.

სასაცილოა ჩვენი ხელისუფლების ასეთი არაადეკვატური რეაგირება ფილოსოფოს-პროპაგანდისტის გამონათქვამებზე“, – წერს რომან გოცირიძე.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროექცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

Cesko