„ამ დღის გახსენებაზე სულ ვტირი“ – დევი მეზურნიშვილი კახა კალაძეს შეხვდა (ფოტოები)

0
647
24 Views

თბილისი მერი, კახა კალაძე ვაკის პარკის მებაღეს, დევი მეზურნიშვილს შეხვდა, რომელმაც ვაკეში მომხდარი ტრაგედიის დროს ორი ბავშვი გადაარჩინა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერმა დევი მეზურნიშვილს გმირობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს არ იყო გმირობა, რაც შევძელი გავაკეთე, მეტი არაფერი. სამი შვილის მამა ვარ და იმ წუთებში მხოლოდ ბავშვების გადარჩენაზე ვფიქრობდი. ბედნიერი ვიქნებოდი გოგონაც რომ ცოცხალი იყოს. ამ დღის გახსენებაზე სულ ვტირი“, – უპასუხა დევი მეზურნიშვილმა დედაქალაქის მერს.

კახა კალაძე დევი მეზურნიშვილს შეხვდა (ფოტოები)

 

Cesko