„თუ რუსეთი დადგება არჩევანის წინაშე, დაკარგოს ყირიმი ან გამოიყენოს ბირთვული იარაღი, იგი ამ უკანასკნელს აირჩევს“ – მასკი

0
2812
23 Views

ამერიკელი მილიარდერი, SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი, ილონ მასკი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს.

ამჯერად მასკი აცხადებს, რომ თუ რუსეთი ყირიმის დაკარგვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, იგი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

„თუ რუსეთი დადგება არჩევანის წინაშე, დაკარგოს ყირიმი ან საბრძოლო ველზე ბირთვული იარაღი გამოიყენოს, იგი ამ უკანასკნელს აირჩევს.

ჩვენ რუსეთს უკვე ყველანაირი სანქცია დავუწესეთ, მეტი დასაკარგი რაღა რჩებათ?

თუ რუსეთს ბირთვული იარაღით ვუპასუხებთ, ისინიც იმავეთი გვიპასუხებენ და შემდეგ მესამე მსოფლიო ომს მივიღებთ“, – აცხადებს მასკი.

 

ცნობისთვის, ილონ მასკის მიერ მანამდე გაკეთებული სკანდალური განცხადება უკრაინას და რუსეთს შორის ომის მშვიდობიანი მოგვარების გეგმას ეხებოდა.

მასკმა განაცხადა, რომ თუ უკრაინელების მხრიდან საფრთხე ყირიმს დამუქრება, რუსეთი საყოველთაო მობილიზაციას დაიწყებს, რაც ორივე მხრიდან კატასტროფული რაოდენობის ადამიანების დაღუპვას ნიშნავს. მან ასევე დაამატა, რომ რუსეთის მოსახლეობა უკრაინის მოსახლეობის რაოდენობას სამჯერ აღემატება და ტოტალური ომის შემთხვევაში უკრაინის გამარჯვება ნაკლებად სავარაუდოა.

„თუ უკრაინელი ხალხი თქვენთვის ძვირფასია, მოძებნეთ მშვიდობის დამყარების გზები“, – დაწერა მასკმა.

მასკმა, ასევე, მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ყირიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში აღიაროს, როგორც ეს 1783 წლიდან ნიკიტა ხრუშჩოვის პერიოდამდე იყო, როდესაც ყირიმი უკრაინას გადაეცა, ასევე ჩატარდეს ახალი რეფერენდუმები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოღონდ გაეროს დაკვირვებით და თუ პასუხი ნეგატიური იქნება, რუსეთმა ეს ტერიტორია უნდა დატოვოს. ასევე მასკი ყირიმისთვის სასმელი წყლის მიწოდების გარანტიებს და უკრაინისთვის ნეიტრალური ქვეყნის სტატუსს ითხოვს.

Cesko