28 Views
უკრაინა და თურქეთი, შავი ზღვის გავლით, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გახანგრძლივების ინიციატივაზე თანხმდებიან, – ამის შესახებ ანკარაში თურქეთის თავდაცვის მინისტრმა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრეს.
შეხვედრის ფარგლებში, ისინი სტამბოლის საკოორდინაციო ცენტრს ესტუმრნენ და ივლისიდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა შეაჯამეს.
ბოლო მონაცემებით, თურქეთისა და გაეროს შუამავლობით აღდგენილი ექსპორტის წყალობით, უკრაინიდან, 345 სატვირთო გემით, 7 700 000 ტონა მარცვლეულის გატანა მოხერხდა.
22 ივლისს უკრაინამ, თურქეთმა, რუსეთმა და გაერომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის სამი პორტიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შესახებ. დოკუმენტის მოქმედების ვადა 22 ნოემბერს იწურება.