35 Views
17 ოქტომბერი ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა. ეს დღე საქართველოში მეცხრედ აღინიშნება.
დღეისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერანის სტატუსის მატარებელი 66 000-ზე მეტი პირია რეგისტრირებული.
საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 12:00 საათზე, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.