22 Views
თბილისში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიწყო. ანიკენ ჰუიტფელდი ქართველო კოლეგას, ილია დარჩიაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მინისტრები ნორვეგიის სამეფოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე გაეცნობა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას და გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.