20 Views
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, ნატო დე ფაქტოდ უკვე ჩაერთო უკრაინის კონფლიქტში.
„ნატო დე ფაქტოდ უკვე შევიდა უკრაინის კონფლიქტში. მაგრამ ეს არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს ყველა მიზნებსა და ვარაუდებზე, ანუ ოპერაცია გრძელდება და ის დასრულდება“ – აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, ნატოს დახმარება უკრაინის მიმართ მნიშვნელოვნად ართულებს სიტუაციას, მაგრამ რუსეთის ფედერაციას აქვს პოტენციალი გააგრძელოს მიზნის მიღწევა.
„ერთია კიევის რეჟიმი და მეორეა ნატოს პოტენციალი. ეს არის დამატებითი ტვირთი. მაგრამ ჩვენი პოტენციალი საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ ოპერაცია ამ პირობებში“, – დასძინა მან.