ირაკლი კობახიძე: გერმანიაში მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც პირდაპირი მოწოდებაა ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი

0
412
25 Views

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ იქნა რეზოლუცია, სადაც ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბერლინში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რეზოლუციაში პირდაპირი მოწოდებაა ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ იქნა რეზოლუცია, სადაც ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას და პირდაპირი მოწოდებაა ევროპული სტრუქტურების მიმართა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამ მხრივ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული პოლიტიკური ოჯახის მხარდაჭერა“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) რეზოლუცია: მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მზადყოფნას.

Cesko