„ტვ პირველის“ ჟურნალისტმა სასულიერო პირებს ბანდიტები უწოდა“ – დაპირისპირება ტაძრის ეზოში – რას წერს ანდრია ჯაღმაიძე

0
327
25 Views

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს სვეტიცხოველის ეზოში ჟურნალისტმა, სასულიერო პირებს ბანდიტები უწოდა.

„დღეს სვეტიცხოველის ეზოში “ტვ პირველის” ჟურნალისტმა, სასულიერო პირებს ბანდიტები უწოდა. ინციდენტი მოხდა, როდესაც ის პატრიარქის კელიისკენ ბარიერის გარღვევას ცდილობდა და ამის საშუალება არ მისცეს.

მანამდე “ფორმულას” და “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, მიუხედავად არაერთგზის მითითებისა, ტაძრის შიგა განაწესის დაცვაზე და პრესისთვის განკუთვნილ ზონაში ადგილის დაკავებაზე. უარი განაცხადეს”,- წერს ჯაღმაიძე.

Cesko