მერკელმა დაიცვა თავისი მთავრობის გადაწყვეტილება რუსეთიდან დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ

0
369
23 Views

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა დაიცვა თავისი მთავრობის გადაწყვეტილება რუსეთიდან დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ.

მერკელმა აღნიშნა, რომ „ყოველთვის მოქმედებთ იმ პერიოდში, რომელშიც იმყოფებით“ და რომ ის არ ნანობს თავის გადაწყვეტილებებს.

„იმ დროის გადმოსახედიდან, ძალიან რაციონალური და გასაგები იყო მილსადენებით გაზის მიღება, მათ შორის რუსეთიდან, რომელიც უფრო იაფი იყო, ვიდრე თხევადი გაზი მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან. ცივი ომის დროსაც კი რუსეთი ენერგიის საიმედო მომწოდებელი იყო“, – აღნიშნა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა.

თუმცა, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ ცვლილება მოიტანა.

„რუსეთის ამ სასტიკმა თავდასხმამ ცვლილება მოიტანა. ეს არის გარდამტეხი მომენტი და ახალი მთავრობა, რა თქმა უნდა, უნდა გაუმკლავდეს ამას და ის აკეთებს ამას“, – განაცხადა მან.

Cesko