თბილისი კოლორიტის, მომღერალ ოთარ რამიშვილის ვაჟს, მამის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩატარებაზე უარი უთხრეს

0
734
28 Views

თბილისი კოლორიტის, მომღერალ ოთარ რამიშვილის ვაჟი, მიშიკო რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მამის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩატარებაზე უარი უთხრეს.

“ოცდაოთხი ოქტომბერი
ეს ბრწყინვალე თარიღი,
დავიბადე გულკეთილი,

ალალი და ღარიბი.”

24 ოქტომბერს, თბილისის საპატიო მოქალაქის ოთარ რამიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საბურთალოზე “კვაჭიჭოს” სახელობის ქუჩაზე და პატარა სკვერში გვინდოდა პატარა კონცერტის ჩატარება.

მივმართეთ თბილისის მერიას და მხოლოდ სცენა და ძალიან უმნიშვნელო ვთხოვეთ მსმენელისთვის, პასუხი იყო ვებერთელა არააააა!!!! ბიუჯეტი არ გვაქვსო.

ვიცი თქვენთვის, რომ ვარ “პერსონა ნონ გრატა” (ersonae non gratae). ვეცდებით გავაკეთოთ კონცერტი, სადაც მოვლენ ადამიანები, რომლებმაც იციან დედაქალაქის სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა და არა “ჟოპალეზები”.

თქვენ კი “სამი დალიეთ შეგერგებათ, არ დაითვრებით”.

დოქსოფულებო, მამები გყავთ?

თუმცა, “დათესე თხილი, ამოვა თხილი, რაც მამა არის ისაა შვილი“, – წერს მიშიკო რამიშვილი.

 

Cesko