მაღალჩინოსანს ავტომობილი საკუთარ სახლთან დაუწვეს – რა მოხდა სამეგრელოში

0
330
25 Views

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ავტომობილი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მოადგილე, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც პოსტიდან ირკვევა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

Cesko