თეთრი სახლი: აშშ უკრაინისათვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაჩქარებული წესით მიწოდებაზე მუშაობს

0
301
22 Views

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისათვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაჩქარებული წესით მიწოდებაზე მუშაობს.

ჯონ კირბის თქმით, აშშ-მა უკვე დაიწყო NASAMS-ის პირველი ორი სისტემის მიწოდების პროცესი და ის უახლოეს მომავალში დასრულდება.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა უარი თქვა მიწოდების კონკრეტული თარიღის დასახელებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ „აშკარად დაინტერესებულია სისტემის მიწოდების დაჩქარებით“.

Cesko