20 Views
პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირი შეხვედრა გაიმართა.
ნიკოლ ფაშინიანმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი და ამ მიმართულებით შესაძლო ნაბიჯები განიხილეს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს დისკუსიის შედეგად მიღწეული შეთანხმებების სწრაფი განხორციელების აუცილებლობას.
კერძოდ, საუბარია მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნასა და სომხეთსა და თურქეთს შორის საჰაერო ტვირთების გადაზიდვაზე.