“დავრეკე 112-ში შეიძლება, ვიღაცის სიცოცხლე გადავარჩინო-მეთქი”

0
515
23 Views

ნახალოვკაში მომხდარ დაპირისპირებაზე, რა დროსაც 35 წლამდე კაცი დაჭრეს, თვითმხილველები ყვებიან, რომ დაპირისპირება ღამით პირველ საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მეგობარმა მიაყენა. 

ახალგაზრდა კაცი კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

აღსანიშნავია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე 10-მდე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, შესაბამისად, სამართალდამცველებს კონფლიქტში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მარტივად შეუძლია.

დააკავეს თუ არა პირი, რომელმაც 35 წლამდე კაცი დაჭრა, შსს-ს ამის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს.

მოქალაქე, რომელმაც გუშინ შსს-ში დარეკა “მთავარ არხს” უყვება, რომ საკუთარი სახლის აივნიდან 10-მდე მამაკაცი დაინახა. ისინი თავდაპირველად ხელჩართულ ჩხუბში იყვნენ ჩარტული.

“ყვირილის ხმა მომესმა, ჩემი კორპუსის წინ ხეებია და ვეღარ ვხედავდი, დავრეკე 112-ში, რომ შეიძლება ვიღაცის სიცოცხლე გადავარჩინო-მეთქი. უცებ ისეთი სასტიკი ხმა გამოდიოდა ძალიან ცუდი ხმა, როგორც ჩანს იმ მომენტში დაჭრეს ეს ბიჭი. სასწრაფო და პატრული დაახლოებით 3-4 წუთში მოვიდნენ. ერთი ჯგუფი ადიოდა წინ, მერე მოიოდა უკან, ორი ჯგუფი იყო 10-მდე ადამიანი”– ამბობს თვითმხილველი.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ დაჭრილია 35 წლამდე ასაკის კაცი, ის მრავლობებითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.  შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, რაც შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

საგამოძიებო მოქმედებები წუხელ გვიან ღამით რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

წყარო: mtavari.tv

Cesko