“როცა წყვილი ერთმანეთს მხარს ვერ უბამს, ცუდ ურთიერთობას ჯობია, მარტო იყო… ძალიან მიყვარდა, მაგრამ დავიშალეთ“ – როგორია თათა გიორგობიანის ცხოვრება სცენის მიღმა: მომღერალი პირად ცხოვრებასა და კარიერაზე

0
517
49 Views

ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის, მაგ­რამ მი­აჩ­ნდა, რომ ეს მისი ჰობი იყო. სა­მო­მავ­ლოდ პრო­ფე­სია ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით აირ­ჩია, რა­საც დრო და ენერ­გი­აც და­უთ­მო, თუმ­ცა ჰობ­იმ თავი ისევ შე­ახ­სე­ნა და ახლა უკვე ის მისი ერთ-ერთი და ამ ეტაპ­ზე, მთა­ვა­რი პრო­ფე­სი­აც არის… ცნო­ბი­ლი ბენ­დის მომ­ღე­რა­ლია და მა­ყუ­რე­ბელ­მა კარ­გა ხა­ნია შე­იყ­ვა­რა.

რო­გო­რია თათა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი ეკ­რანს მიღ­მა, ამა­ზე AMBEBI.GE-ს თა­ვად უამ­ბობს.

– ზა­ფხულ­მა რო­გორ ჩა­ი­ა­რა?

– არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად… “ღა­მის შოუს” ბენ­დი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონს ეს­ტუმ­რა. ყველ­გან, სა­დაც ჩა­ვე­დით, სრუ­ლი ანშლა­გი იყო. ტყი­ბულ­ში კონ­ცერ­ტზე 17.000

ადა­მი­ან­ზე მეტი მო­ვი­და, თით­ქმის ამ­დე­ნი­ვე – წყალ­ტუ­ბო­ში. გვხვდე­ბოდ­ნენ, ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბას გვთხოვ­დნენ, სა­ჩუქ­რე­ბი მოჰ­ქონ­დათ, გვე­ხუ­ტე­ბოდ­ნენ. სას­წა­უ­ლი ემო­ცი­ე­ბი იყო… ალ­ბათ ამა­ზე დიდ საქ­მეს ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დით, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ვა­ხა­რეთ, რაც მო­ტი­ვა­ცი­ას გვიზ­რდის, რომ ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა მეტი შე­მარ­თე­ბით და მონ­დო­მე­ბით გა­ვაგ­რძე­ლოთ, ახალ-ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი ჩავ­წე­როთ და ამ ადა­მი­ა­ნებს კვლავ ვეს­ტუმ­როთ.

– ბენდში მუ­შა­ო­ბა რას ნიშ­ნავს შენ­თვის?

– არის მო­მენ­ტე­ბი, როცა რა­ღა­ცას ავ­ტო­მა­ტუ­რად ვა­კე­თებ, იმი­ტომ, რომ ამ­დე­ნი კონ­ცერ­ტი, ამ­დე­ნი მგზავ­რო­ბა, ამ­დე­ნი სცე­ნა, გა­ნა­თე­ბა – რა­ღაც მო­მენ­ტში მე­ქა­ნი­კა­ში გა­და­დის, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ვერ აღ­ვიქ­ვამ, აქ მუ­შა­ო­ბით რამ­დე­ნად დიდ ზე­იმ­ში მი­წევს ყოფ­ნა. დღეს თუ პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი ვართ, ეს დიდი ერ­თობ­ლი­ო­ბის ჯა­მია, – ბევ­რი კომ­პო­ნენ­ტია, რაც ამ პრო­დუქტს ქმნის. იმა­ზეც მი­ფიქ­რია, გავა წლე­ბი და ამ მდგო­მა­რე­ო­ბას მე­ტად და­ვა­ფა­სებ-მეთ­ქი… პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია ის გუნ­დი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ვმუ­შა­ობ. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სამ­სა­ხურ­ში რო­გო­რი გა­რე­მოა, რა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია. მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ამ ბენ­დის სა­ხით კარ­გი მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე. ისე­ვე, რო­გორც „ღა­მის შოუს“ პრო­დი­უ­სე­რის, ზვი­ად ბლი­ა­ძის სა­ხით, რო­მე­ლიც ასე­ვე ჩვე­ნი ახლო მე­გო­ბა­რია… მუ­სი­კა­ლუ­რა­დაც ძა­ლი­ან გა­ვი­ზარ­დე.

– მა­ნამ­დე სად მღე­რო­დი?

– ბენდში ვმღე­რო­დი, თუმ­ცა ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნას ვერ ვბე­დავ­დი, არა­ამ­ბი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. თით­ქოს სა­კუ­თარ თავ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში ეჭვი მე­პა­რე­ბო­და, მაგ­რამ გელა გნო­ლი­ძემ გა­მა­ბედ­ვი­ნა და ყვე­ლა­ნა­ი­რად, სა­შემ­სრუ­ლებ­ლო მა­ნე­რი­თაც ძა­ლი­ან დამ­ხვე­წა. რომ არ ავეყ­ვა­ნე, ჩე­მით მის ბენდში არას­დროს მი­ვი­დო­დი. ის ჩემი წინა ბენ­დის ერთ-ერთ კერ­ძო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სტუმ­რად იყო მო­სუ­ლი, სა­დაც მნა­ხა, მო­მის­მი­ნა და გუნდში მი­მიწ­ვია…

– შენ და ბაბი ერ­თად კარგ დუ­ეტს ქმნით…

– მე და ბაბი მე­გობ­რე­ბი ვართ, მე­ო­თხე წე­ლია, ერ­თად ვმუ­შა­ობთ და შე­უძ­ლე­ბე­ლია, სხვა­ნა­ი­რად ყო­ფი­ლი­ყო. ორი­ვე ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი ვართ, ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი ვართ სხვა­დას­ხვა რეკ­ლა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ქა­ლუ­რი სო­ლი­და­რო­ბის მხრი­ვაც ერ­თმა­ნეთს გვერ­დით ვუდ­გა­ვართ. ვართ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და კო­ლე­გე­ბი…

Cesko