“მთელი ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, აღარაფერი დაგვრჩა” – მაკა ჩიჩუა

0
2149
27 Views

ყოფილი პირველი ლედი ამბობს, რომ ამ ბოლო დროს მის ოჯახს ძალიან გაუჭირდა.

“უმძიმეს მდგომარეობაში ვართ მთელი ოჯახი. მე ბავშვების გამო ყოველთვის სახლში ვარ და თან, დედაქალაქს მოწყვეტილი. ცხრა საათზე ბავშვები წვებიან და მე ვდარაჯობ, რომ რომელიმემ არ გაიღვიძოს ალაგს, სადაც მე ვცხოვრობ, ქალაქი კი ჰქვია, მაგრამ ინფრასტრუქტურულად ძალიან დაბეჩავებულია აქაურობა. ამიტომ, მე ძალიან მტკივნეულად არ შემხებია ეს რეგულაცია, თუმცა იმის განცდა, რომ ცოცხალი ხარ, თანდათან ქრება. ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ პანდემიამ ძალიან ამოატივტივა უტვინო და უშედეგო მმართველობის შედეგები.

ადამიანები ხომ ცდილობენ, პატარა დანაზოგი მაინც გააკეთონ, მაგრამ საერთოდ აღარაფერი დაგვრჩა. ისედაც, რა უნდა გადავდოთ – გიორგი ლექციებს კითხულობს და აქედან რა შემოსავალი უნდა გქონდეს?! მე მქონდა სამსახური ტელევიზიაში, მაგრამ დაიხურა ის პროექტი და ორი ბავშვით ვერ ვახერხებ სხვის მოძიებას – ისეთის, რომ მოვირგო. ძიძებში მე იმდენ ფულს ვერ გადავიხდი, რამდენსაც ესენი იხდიან. მრავალშვილიანი ოჯახები ჰყავთ, მაგრამ ხუთი და ექვსი ძიძა ეხმარებათ. მე ერთი დამხმარე მყავს, რომელიც ყველაფერში მეხმარება და ერთ ბავშვს ყურადღებას აქცევს. არ მაქვს იმის საშუალება – ორი და სამი ძიძა დავიქირავო. ჩემი და გიორგის მშობლებიც ხანშიშესულები არიან და ვერ გვეხმარებიან.

ქალაქს ვართ მოწყვეტილები და აქ ამოსვლა და დარჩენაც არაა მარტივი, რადგან ყველას თავის ცხოვრება აქვს. 29 წლის შვილი მყავს და პერიოდულად ამოდის ხოლმე, მაგრამ მასაც თავისი საზრუნავი აქვს. სამსახური რომც ვიშოვო, როგორ უნდა უზრუნველვყო საწვავით?! ბაღებიც არ მუშაობს – მას ასე ადვილად არც ერთ ქვეყანაში არ ხურავენ. მადლობა ღმერთს, ჩემს ოჯახს ლუკმაპური აქვს, ჯერჯერობით, მაგრამ არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები.

ამ უსამსახურობასა და სიღატაკეში დოლარის კურსმაც აიწია და ყველაფერი კატასტროფულად გაძვირდა. ჩემი შვილებისთვის ფაფას ვყიდულობ, რომლის ფასმაც ოთხჯერ მოიმატა. რამეს რომ ვიყიდი, სულ მგონია, რომ ფული დავკარგე. ძალიან მიკვირს, როგორ ვახერხებთ გადარჩენას, როცა გარშემო ასეთი მდგომარეობაა?!”- აცხადებს მაკა ჩიჩუა.

Cesko