“ეს კაცები რომ ყრიხართ და კივით, გარეთ გაუშვიო, თქვენი იმედი უნდა გვქონდეს?! ეგაა თქვენი კაცობა და ლიბერალიზმი!” – ნათია ბერიძე ქართველ მამაკაცებს

0
820
25 Views

ჟურნალისტი, ნათია ბერიძე მაღაზიათა ქსელ “ორი ნაბიჯის” ერთ-ერთ ობიექტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და ქართველ მამაკაცებს სოციალურ ქსელში მიმართავს.

“ვიღაც უცხოელმა რომ ორ ნაბიჯში ყველაფერი დალეწა, ქალი სცემა და გოგოებს შეურაცხყოფა მიაყენა, ამაზე რეაგირება იმედია მოხდა ხო?!

ჯერ ეს კაცები რომ ყრიხართ იქ და კივით გარეთ გაუშვიო, გარეთ კი არა ბიჭო თქვენი იმედი უნდა გვქონდეს?!

ისე უნდა დალეწო ეგ ნაგავი, რუკაზე საქართველო ვეღარასდროს იპოვნოს, სულ დაავიწყო მკვდარი და ცოცხალი! ესენი კიდე გარეთ გაუშვიო! ეგაა თქვენი კაცობა, ლიბერალიზმი და ჯანდაბა!

კაცის იმედი რომ ვეღარ გაქვს ამ ქვეყანაში! აი, ვინც ამ ტიპს თითი არ დაადო, მერე კომენტარებში ამართლებდა ალბათ წყობიდან გამოიყვანესო, ყველას გისურვებთ, თქვენს შვილებს, დედებს, დებს და ცოლებს შეხვდეს ეგეთი და სხვებმა შორიდან უყურონ და გაამართლონ თქვენსავით!”, – წერს ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ “ორი ნაბიჯის” ერთ-ერთ მაღაზიაში გაღიზიანებულმა უცხოელმა მომხმარებელმა მაღაზიის ტანამშრეომლებსა და სხვა მომხმარებელს ფიზიკური და სიტყვიერი სეურაცხყოფა მიაყენა.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირი პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.

 

Cesko