“თუ ხედავდა რუსულ კავშირებს, რატომ არ იცოდა ეს მოსახლეობამ?” – დავით ლორია

0
393
27 Views

“ქართული ოცნების” მხარდამჭერი დავით ლორია, “ტვ პირველთან” დავით უსუფაშვილს პასუხობს და ამბობს:

“დავით უსუფაშვილი იყო სახელისუფლებო გუნდის წევრი და მისგან არც ერთი განცხადება, კრიტიკული კი არა შენიშვნაც არ ჰქონია იმ დროს, დღეს ოპოზიციაში გადასვლის მერე ამბობს, რომ თურმე ხედავდა კავშირებს რუსეთთან. პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს მსგავსი განცხადებები გაუკეთებია უსუფაშვილს? საზოგადოებამ იცოდა? როდესაც ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო და გადავიდა ოპოზიციაში, მუდმივად ახსენებდნენ, რომ როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო, კრიტიკული განცხადება არ გაუკეთებია, უსუფაშვილის მიმართ ეს კითხვები არ დგას? თუ პარლამენტის თავმჯდომარე ხედავდა რუსულ კავშირებს, რატომ არ იცოდა ეს მოსახლეობამ?”

Cesko