210 Views
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელის პირველი გოლია.
2005 წლის 23 ნოემბერს ლევან კობიაშვილმა, რომელიც გერმანული „შალკეს“ ღირსებას იცავდა, ნიდერლანდურ „პსვ“-სთან ჰეთთრიკი გააფორმა (3:0).
ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ნაპოლი“, სადაც 21 წლის ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ამსტერდამში სტუმრად „აიაქსს“დაუპირისპირდა.