„ყოჩაღ“ – მედვედევი მასკზე

0
607
30 Views

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის მიერ ტვიტერზე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ტელეგრამზე გამოეხმაურა.

„მასკ ყოჩაღ! ღირსია მიენიჭოს არაჩვეულებრივი ოფიცრის წოდება. კარგი იქნება შემდეგ პოსტში თუკი იქნება, „უკრაინა ხელოვნური სახელმწიფოა“, – აცხადებს მედვედევი.

კომპანიების, Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა უკრაინას და რუსეთს შორის ომის მშვიდობიანი მოგვარების გეგმა წარმოადგინა.

მასკმა განაცხადა, რომ თუ უკრაინელების მხრიდან საფრთხე ყირიმს დამუქრება, რუსეთი საყოველთაო მობილიზაციას დაიწყებს, რაც ორივე მხრიდან კატასტროფული რაოდენობის ადამიანების დაღუპვას ნიშნავს. მან ასევე დაამატა, რომ რუსეთის მოსახლეობა უკრაინის მოსახლეობის რაოდენობას სამჯერ აღემატება და ტოტალური ომის შემთხვევაში უკრაინის გამარჯვება ნაკლებად სავარაუდოა.

„თუ უკრაინელი ხალხი თქვენთვის ძვირფასია, მოძებნეთ მშვიდობის დამყარების გზები“, – დაწერა მასკმა.

მასკმა, ასევე, მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ყირიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში აღიაროს, როგორც ეს 1783 წლიდან ნიკიტა ხრუშჩოვის პერიოდამდე იყო, როდესაც ყირიმი უკრაინას გადაეცა, ასევე ჩატარდეს ახალი რეფერენდუმები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოღონდ გაეროს დაკვირვებით და თუ პასუხი ნეგატიური იქნება, რუსეთმა ეს ტერიტორია უნდა დატოვოს. ასევე მასკი ყირიმისთვის სასმელი წყლის მიწოდების გარანტიებს და უკრაინისთვის ნეიტრალური ქვეყნის სტატუსს  ითხოვს.

საკუთარი მიკრობლოგის მკითხველებს მასკმა შესთავაზა მის წინადადებას კენჭი ეყაროს. „ადრე თი გვიან ყველაფერი მაინც ასე დასრულდება, უბრალოდ იქამდე შეიძლება ბევრი ადამიანი დაიღუპოს“ – ამბობს ამერიკელი ბიზნესმენი.

Cesko