ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განმარტა როგორ გააშუქეს რუსულმა არხებმა „დროას“ აქცია, რომლის მონაწილეებმაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა გააპროტესტეს. ამ თემაზე მან გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„ხშირად ვუყურებ რუსულ არხებს, მაინტერესებს, როგორ უყურებენ ამ ყველაფერს. თუ ვნახავთ ბოლო აქციას, რომელიც ქალბატონმა ხოშტარიამ გააკეთა – დეზერტირებო, თქვენ აქ არ გელიანო, ეს უხეშად რომ ვთქვა, მშვენიერი „პადაჩა“ იყო. ისინი ძალიან კმაყოფილები იყვნენ და თავის მოსახლეობას ეუბნებოდნენ: „აი, ხომ ხედავთ, არ გელიან“. ზოგმა ისიც თქვა, რომ გმირი, პატრიოტი ოსები არ უშვებენ [რუსეთის მოქალაქეებს]. ზოგიერთ მედიაში გაშუქდა, რომ ეს [ბანერები] ოსებმა გაშალეს და შეარცხვინეს გაქცეული ადამიანები, იმიტომ რომ ხოშტარია იქ არ ჩანდა და იმ ბავშვებს არავინ იცნობს. [ელენე ხოშტარიამ] პირდაპირ შეუსრულა დავალება“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.