საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, მრავალრიცხოვანი ოჯახის შესახებ მედიაში ხშირად იწერება, შესაბამისად გარდაცვლილის ოჯახს საზოგადოება კარგად იცნობს, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი უცნობია თამუნა მოსაშვილი-შევარდნაძე.
თამუნა ერთადერთხელ გამოჩნდა ტელევიზიით, ეკა ხოფერიას გადაცემაში, სადაც დედამისი მანანა შევარდნაძე პირად ცხოვრებაზე გულახდილად საუბრობდა.
თურმე თამუნა ხშირად აპროტესტებდა ცნობილი პოლიტიკოსი ბაბუის გამო, რომ დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ უწევდა ყოფნა:
“ზაფხული მოვიდოდა თუ არა, დასასვენებლად ლიძავაში მივდიოდით. აგარაკი შემოსაზღვრულ და დაცულ ტერიტორიაზე იყო. ჩემი შვილი სულ წუწუნებდა: არ მინდა “რეზერვაციაში”, გამიშვით ჩვეულებრივ ტურბაზაშიო. თუმცა, ბაბუა-შვილიშვილს შორის უფაქიზესი დამოკიდებულება იყო, ისეთი, ხანდახან შვილებთანაც რომ არ ჰქონია…” – ამბობდა თამუნა.