23 Views
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ტერიტორიაზე ახალი კონფლიქტების გაღვივება სურს.
მისივე თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგია.
„ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთი დსთ-ს სივრცეში ახალი კონფლიქტების გასაღვივებლად სცენარებს ამუშავებს, მაგრამ მსგავსი კონფლიქტები უკვე საკმარისად გვაქვს.
საკმარისია, შევხედოთ რა ხდება ახლა რუსეთსა და უკრაინას შორის, რა ხდება დსთ-ს სხვა ქვეყნების საზღვრებზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგია, ეს ყველაფერი ნათელია, დესტაბილიზაციის რისკები კი კვლავ იზრდება“, – განაცხადა პუტინმა.