მიშიზმი ვენერიული დაავადება – თამარ ჩერგოლეიშვილი

0
617
27 Views

„ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის კომენტარის „სქრინს“ აზიარებს, რომლის აზრითაც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია ტერიტორიების დაბრუნება, ხოლო დანარჩენებს აფიორებს უწოდებს.

როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, ასეთი უმსგავსობის სულისჩამდგმელ საზიზღარს საქმე კარგად არასოდეს წაუვა და ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნება.

„მიშიზმი – ვენერიული დაავადება. ევროპული საქართველოს აქციის ვიდეოზე შემოლაგებულან, ხალხს წყევლიან და მარტო „ნაცმოძრაობა“ დაიბრუნებს ტერიტორიებსო. ასეთი უმსგავსობის სულისჩამდგმელ საზიზღარს საქმე კარგად არასოდეს წაუვა და ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნება. P.S. აი, ამ მანქურთებს ეთვალთმაქცება პატარა ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი ლიდერი. ამ მოპარპაშე საძაგლობას თავს უქონავს, რომ ეგებ ამ მანქურთებმა ხმა მისცენ,  როგორ შეიძლება მაგ საცოდავებმა რამეში გაიმარჯვონ?“ – წერს ჩერგოლეიშვილი.

 

Cesko