ტრაგედია: პატარა ბიჭი, რომელიც ველოსიპედიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა – “ამ გაუსაძლის ტკივილს ვერავინ მოგიშუშებთ მამაო…”

0
2067
25 Views

მცირეწლოვანი თომა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ველოსიპედის ტარების დროს გადავარდა და თავი დაარტყა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში თეონა ჯანელიძე ავრცელებს და ოჯახის წევრებს გამძლეობას უსურვებს.

“უფალმა მაინც წაიყვანა თომა, მიუხედავად მისი პატარა გულის უზარმაზარი ბრძოლისა. სიტყვები უძლურია. ამ გაუსაძლის ტკივილს ვერაფერი მოგიშუშებთ მამაო,ლელა გამძლეობას გისურვებთ და გისამძიმრებთ, თომა ყველას ტკივილი გახდა, – წერს თეო ჯანელიძე”.

„ვიზიარებ ამ გაუსაძლის ტკივილს, უფალმა ანგელოზად წაიყვანა პატარა ბიჭი. გამძლეობა შენს მშობლებს”.

„ჩვენი ბიჭი, ჩვენი თომა გაფრენილა ზეციურ საქართველოში… რა გვჭირს ვიცოდე, მერამდენე პატარა დავკარგეთ ამ მოკლე ხანში…გვტკივა ძალიან, სული მეწვის რომ ვერ მოერია თამაშისას მიღებულ ტრავმას…ნეტა ტყუილი იყოს, როგორ მეგონა რომ გავიმარჯვებდით… როგორ მეგონა რომ ისევ ტიკტიკით და მხიარული ამბებით შემომეგებებოდი სტუმრად მოსულს, როგორ მეგონა……. მამა დამიანე, ლელა ვიზიარებ თქვენს ენით ამოუთქმელ ტკივილს, გისამძიმრებთ და გამძლეობას გისურვებთ, რომ გაუმკლავდეთ ამ დიდ განსაცდელს”. „ვაიმე, სული როგორ ამეწვა. უფალო, რატო ამხელა ტკივილი? როგორი გამორჩეული გაგვიფრინდი ამ ქვეყნიდან თომა. დედაჩემის ამბავი არ მეყოფოდა, თურმე ახლა უშენობითაც უნდა დავიტანჯოთ? უფალმა განმინათლოს შენი სული, ჩემო მოუშუშებელო ტკივილო, შენს დედიკოს და მამიკოს კი საოცარ გამძლეობას ვუსურვებ”, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

Cesko