არავის არსად დაბრუნებას არ ვაპირებთ – არძინბა ქართველ დევნილებზე

0
2906
24 Views

ჩვენ არც არავის არსად დაბრუნებას ვაპირებთ და არც ამ თემის განხილვას ვაპირებთ. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

არძინბა ასე გამოეხმაურა აქციას, რომელიც 24 სექტემბერს ენგურის ხიდთან ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი დევნილების დაბრუნების მოთხოვნით გაიმართა. არძინბამ ამ აქციას პროვოკაცია უწოდა. ის დარწმუნებულია, რომ ამ თემას და ქართულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აშშ-ის საელჩო და USAID კურირებს. „მსგავსი აქციები მშვიდობის და უსაფრთხოების არქიტექტურის უზრუნველყოფას ნამდვილად არ ემსახურება“ – განაცხადა ინალ არძინბამ.

არძინბამ კიდევ ერთხელ მოუწოდა თბილისს, რომ სოხუმთან ძალის გამოუყენებლობის  შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწეროს.

Cesko