რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გამშვებ პუნქტთან გაწვევას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს გაწვევის საბუთებს ურიგებენ

0
531
39 Views

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გამშვებ პუნქტთან გაწვევას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს გაწვევის საბუთებს ურიგებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ TASS-ი ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

“საქართველოსთან საზღვარზე მუშაობს გაწვევის ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც შედიან სამთავრობო ორგანოებისა და სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლები. გასვლისას ამოწმებენ, ექვემდებარება თუ არა პირი სამხედრო სამსახურს, გაწვევას. თუ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექვემდებარება გაწვევას, ასეთ შემთხვევაში გადაეცემა გაწვევის საბუთი”, – განუცხადეს TASS-ს ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობაში.

როგორც მედია წერს, აქამდე რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დაახლოებით 5 500 ავტომანქანა დგას რიგში, მათ შორის 3 600 მსუბუქი ავტომობილი.

Cesko