31 Views
ბოლო მონაცემებით, რუსეთში, ქალაქ იჟევსკის ერთ-ერთ სკოლაში, სროლას, 17 ადამიანი ემსხვერპლა.
რუსული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ, რუსეთის განათლების სამინისტრო აპირებს, „საგულდაგულოდ განიხილოს კომპიუტერული თამაშების გავლენა ადამიანებზე“.
სკოლაში სასწავლო პროცესი დღეიდან აღდგა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია – ის 34 წლის არტემ კაზანცევია, რომელიც იჟევსკის მკვიდრი და ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა.
ბოლო მონაცემებით, ის აღრიცხვაზე იმყოფებოდა ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში, დიაგნოზით რბილად მიმდინარე შიზოფრენია.