„რუსეთის განადგურებას, დავუშვათ, 50 ატომური ბომბი ეყოფა… აქ დასწრებაზე იქნება საქმე და არა ბომბების რაოდენობაზე“ – სოსო ცინცაძე

0
655
25 Views

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ეს რას შეცვლის რუსეთ-უკრაინის ომში და და საერთაშორისო პოლიტიკაში? რა ახალი მიზანი დაისახა პუტინმა  და რას მიაღწევს?

– ომში ბევრი არაფერი შეიცვლება ამ ეტაპზე. 300 000 კაცი გაიწვიეს რუსეთში. ამ ხალხის უმეტესობას წლების წინ აქვს გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური, ზოგს 10 და 15 წლის წინ. მათ ხელახლა უნდა ასწავლონ ის, რაც იცოდნენ – ტანკის მართვა, საარტილერიო საშუალებების გამოყენება, სანგრის გათხრა და ათასი რაღაც. უცხოელი და რუსი ექსპერტები საფუძვლიანად ვარაუდობენ, რომ ამ 300 000 კაცის სრულად  და სრულყოფილად გადამზადებას, სულ მცირე, 6 თვე დასჭირდება და შეიძლება მეტიც. ამასობაში კი ზამთარი გადავლილი იქნება, რისი იმედიც რუსეთს აქვს. პუტინი ფიქრობდა, რომ ამ ნაწილობრივი მობილიზაციით, ომში უპირატესობას მოიპოვებდა სწორედ ზამთრის ხარჯზე. კი, ამ ხალხის რაღაც ნაწილი ომში ჩაერთვება ერთ თვეში, ორ თვეში, მაგრამ არა მგონია, ამან გარდატეხა შეიტანოს ომის მიმდინარეობაში. ჯარისკაცთა რიცხოვნობა ომში გადამწყვეტია, მაგრამ აქ ერთი მომენტია. უკრაინელი ჯარისკაცები ბრიტანეთის, პოლონეთის, ამერიკის, კანადის, პოლონეთის, გერმანიის სლოვაკეთის სამხედრო ბაზებზე გადიან მომზადებას ნატო-ს სტანდარტებით და რამდენიმე თვეში უკრაინას ეყოლება ნატო-ს მიერ გაწვრთნილი 30 000 კაციანი არმია. ეს აბათილებს რუსეთის არმიის რიცხობრივ უპირატესობას, რადგან ნატო-ს სტანდარტებით მომზადებული ერთი უკრაინელი ჯარისკაცი, სულ მცირე, 3 რუს ჯარისკაცს სჯობს. ამათ ვგულისხმობ, ახლა რომ გაიწვიეს. ამით რუსეთმა აღიარა, რომ მართლა მითია, თითქოს მსოფლიოში მეორე არმია ჰყავს, აღიარა, რომ უხარისხო ჯარი და ტექნიკა ჰყავს, ვერც გენერალიტეტი ჰყავს კვალიფიციური და ახლა აქცენტი არმიის რაოდენობაზე გადაიტანა. რუსეთი ამისთვის მზად არ იყო. საბჭოთა კავშირის დროინდელი ამუნიცია აქვს, „კირზის“ ჩექმები, ფოლადის ჩაფხუტები… რაც თანამდეროვე და კარგი  აქვს, იმას რეგულარული ჯარი  და სპეცრაზმები იყენებენ. რაც შეეხება პუტინის მუქარას, რომ ატომურ იარაღს გამოიყენებს, დასავლეთმა ეს პუტინის უუნარობად შეაფასა და მართლებიც არიან. კარგი, დავუშვათ გამოიყენა ტაქტიკური ბირთვული იარაღი. მისი გავრცელების არეალი შეზღუდულია, 300-400 მეტრი, ცოტა მეტი. ამით ქალაქებს, მოსახლეობას და იმ ქალაქებში განლაგებულ სამხედრო ძალებს სრულად ვერ გაანადგურებ, მცირე ტერიტორიაზე სრულად მოსპობა სიცოცხლეს. ამით რუსეთი დიდ უპირატესობას ვერ მოიპოვებს. ახლა თუ ბირთვული რაკეტები გამოიყენა, უკრაინის ტერიტორია დაბომბა, მაშინ ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს უკრაინის მოსაზღვრე ნატო-ს წევრს ქვეყნებს – პოლონეთს, რუმინეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, არც გერმანიას და ავსტრიას დაადგებათ კარგი დღე და არც სხვებს. თუ ამაზე წავა რუსეთი, ეს უკვე ნატო-ს წევრ ქვეყნებზე თავდასხმა იქნება. ამოქმედდება ნატო-ს მე-5 მუხლი, რომლის თანახმადაც, ნატო-ს ერთ წევრზე თავდასხმა, ყველა წევრ ქვეყანაზე თავდასხმას ნიშნავს. პუტინს აქვს გარანტია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები საპასუხო ბირთვულ დარტყმას არ განახორციელებენ? აქვს გარანტია, რომ ამერიკა ევროპაში განლაგებულ ბირთვულ ბომბებს არ დაუშენს რუსეთს? ცხადია, ამის გარანტია არ არსებობს და პუტინი არც ისე უტვინოა, რომ ბირთვული იარაღით დაასრულოს სიცოცხლე და დამარხოს რუსეთი. აქედან გამომდინარე, რუსეთი ვერც ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს ააფეთქებს, რაც კატასტროფა კი იქნება ევროპის რამდენიმე ქვეყნისთვის, მაგრამ რა პასუხი შეიძლება მიიღოს რუსეთმა, უკვე გითხარი. მე იმ ხალხისა ვერ გამიგია, რომ აცხადებენ, რუსეთს ბევრი ატომური ბომბი აქვს და ამით უპირატესობა გააჩნიაო. კი, 1600 ბირთვული ქობინი აქვს რუსეთს და 1200 ამერიკას და ეს 400-ით მეტი ბირთვული ქობინი არაფერს წყვეტს. ამას დაამატე ნატო-ს სხვა წევრების ბირთვული ქობინები და ჯამში, ნატო-ს რუსეთზე მეტი აქვს. ამერიკამ რამდენიმე ერთეული ატომური ბომბი ჩამოაგდო ჰიროსიმასა და ნაგასაკში და ორივე ქალაქი მიწასთან გაასწორა. ახლანდელ ატომურ ბომბებს ათასჯერ მეტი დამანგრეველი ძალა აქვთ, ვიდრე იმათ, რომლებიც იაპონიაში ჩამოყარა  ამერიკამ. შესაბამისად, რუსეთის განადგურებას, დავუშვათ, 50 ატომური ბომბი ეყოფა. აქ დასწრებაზე იქნება საქმე და არა ბომბების რაოდენობაზე. ეს ისე, რუსეთის გულუბრყვილო მხარდამჭერების გასაგონად გითხარი, რომელთაც ჰგონიათ, რომ ატომური ქობინების რაოდენობა გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება იყოს, თორემ დასავლეთი სერიოზულად არ უყურებს პუტინის მუქარას, რომ ის ატომურ იარაღს გამოიყენებს… რაც შეეხება რუსეთის მიზანს, სამარყანდში პუტინი თავის ეკონომიკურ მოკავშირეებს, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინ პინს და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შეპირდა, რომ ამ ომს მალე დაამთავრებს, რადგან ისინი უკმაყოფილონი არიან ომის გაჭიანურებით და თუ დიდხანს გაგრძელდა, ეკონომიკის, ურთიერთვაჭრობის ბევრ სფეროში რუსეთს სხვა პარტნიორებით ჩაანაცვლებენ. თუმცა, ომის დასრულება რუსეთზე არ არის დამოკიდებული, უკრაინა თუ არ დათანხმდა ზავს, ომი გაგრძელდება. უკრაინა კი ზავის დადებას არ აპირებს, თუ ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ გაათავისუფლა. გარდა მაგისა, უკრაინის უკან ევროპა და ამერიკა დგნან, რომელთაც პოზიციის გათვალისწინების გარეშე, უკრაინა ზავს ვერც დადებს.

– 300 000 კაცს შენახვა არ უნდა? თან ეს ხალხი რუსეთში მუშაობდა, ოჯახებს არჩენდა, გადასახადებს იხდიდა ბიუჯეტში. ახლა ეს შემოსავლები დააკლდება ბიუჯეტს და იქით უნდა ასვა და აჭამო ამ ხალხს, ომში კიდევ სხვა ხარჯებია.

– მობილიზაციას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. რუსეთის არმიის მთავარი პრობლემა უკრაინაში იყო ცოცხლი ძალის დეფიციტი. ამიტომაც იყო, რომ უკრაინამ გაარღვია ფრონტის ხაზი და წარმატებული კონტრშეტევებით, ხერსონისა და დონეცკის დიდი ნაწილი დაიბრუნა. ახლა ეს პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრება. უარყოფითი კი ეკონომიკური ფაქტორია. 300 000 მუშახელი გამოაცალო უცებ ეკონომიკას, პატარა ამბავი არ არის თვით ამხელა რუსეთისთვისაც კი. რუსმა ექსპერტებმა დაიანგარიშეს და დღეში ამ 300 000 კაცის შენახვა რუსეთის არმიას დაუჯდება 60 მილიონი დოლარი. ამას დაამატე იმ წვევამდელებისა და კონტრაქტორების ხარჯები, რომლებიც უკვე ომში იმყოფებიან. ეს მაშინ, როდესაც რუსეთის ბიუჯეტი დეფიციტურია და მომავალ წელსაც დეფიციტური იქნება. კი, რუსეთს აქვს ფული, გაზიდან და ნავთობიდან ძველებურად ვერ შესდის, მაგრამ  იაფად, მაინც ჰყიდის ორივეს. გარდა მაგისა, 12 ტრილიონი რუბლი აქვს „ეროვნული კეთილდღეობის ფონდში“. ექსპერტების დასკვნა ასეთია: მოკლე და საშუალო ვადიან პერიოდში, რუსეთს ფული არ გაუჭირდება, ხანგრძლივ პერიოდში კი რუსეთი გაკოტრდება. 2-3 წელიწადში რუსულ გაზს და ნავთობს ჩაეხსნება ევროპა და ეს იქნება უზარმაზარი ზარალი რუსეთისთვის. მოკლედ, დასავლეთი ყველანაირად ეცდება ომის გაჭიანურებას, რომ რუსეთი ეკონომიკურად გაკოტრდეს და ეს ცალკე არმიის უკმაყოფილებას და ჩამოშლას გამოიწვევს, ცალკე ხალხისას და ცალკე რუსეთის მმართველი ელიტისას. ეს უკვე პუტინის დასასრული იქნება. უარყოფით მხარეებს რაც შეეხება, ეს ომში ძალით გარეკილი ხალხი იომებს უკრაინაში? ბევრი არ იომებს, ტყვედ ჩაბარდება უკრაინელებს. ბევრი ერთმანეთს მიაყენებს მსუბუქ ცეცხლსასროლ  ჭრილობებს  და სახლში დაბრუნდება. ხალხი თავს დააინვალიდებს, რომ არ იომონ, უკრაინელებს არ შეაკვდნენ და ცოცხლად გადარჩნენ. გარდა მაგისა, მობილიზაცია გამოცხადდა  თუ არა, იმავე დღეს ხალხის გაქცევა დაიწყო რუსეთიდან. პირველ რიგში, გარბიან მეზობელ ქვეყნებში და ბევრი, სადაც მოუხერხდება, იქ გარბის. მოსკოვი-დუბაის თვითვმფრინავის რეისზე ბილეთები 15 000$ ღირდა და ალბათ, კიდევ გაძვირდება. მოკლედ, ომში ძალით წაყვანილი, უმოტივაციო ხალხი ომს ვერ მოიგებს, ეს არის აქსიომა. არც არასდროს მოუგიათ.

წყარო: https://www.alia.ge/

Cesko