კვარაცხელია ჩამეხუტა და მითხრა…” – რა უთხრა ხვიჩამ ბუდუ ზივიზივაძეს?

0
883
43 Views

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას 2:0 დაამარცხა. მეორე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა ბუდუ ზივზივაძის მიერ ბურთის მოწოდების შემდეგ.

“დავიწყებ გაცუდებული მომენტით – ბოლოს ძალა აღარ მეყო, ძალიან დაღლილი ვიყავი. ბოლო თამაშებში ძალიან გადავიღალე და შეიძლება ეს იყო მიზეზი იმ მომენტის ვერ დასრულებისა. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრა უგოლოდ დავასრულე, თუმცა მთავარია მოვიგეთ. ჩემთვის ნაკრების გამარჯვება უმნიშვნელოვანესია.

მეორე გოლის ეპიზოდში კვარაცხელია ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა, რა საჩუქარი გამიკეთე, შენი გოლიაო. ასეთ სიტუაციაში ყოველთვის პასს გავაკეთებ” – განაცხადა ზივზივაძემ მედიასთან მატჩის შემდეგ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბუდუს მონაგარი “ერთა ლიგის” ჯგუფურ ეტაპზე 3 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.

წყარო: sportline.ge

Cesko