„თუ ავტომატს აიღებთ და იომებთ, თქვენ იქნებით ბო***ბი!” – ომის გარჩევებში „კანონიერი ქურდები“ ჩაერთვნენ

0
868
46 Views

ე. წ. კანონიერი ქურდი “გრიშა მასკოვსკი” იმ პატიმრებს მიმართავს, ვინც უკრაინაში რუსეთის მხარეს საომრად მიდის და მათ “აზრზე მოსვლისკენ” მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი “ბო**ების” სტატუსს ჰპირდება. გავრცელებული იუთუბის ლინკი ივლისითაა დათარიღებული.

“გრიშა მასკოვსკი” ამბობს, რომ “პატიოსანი კაცი ხელში ავტომატს არ აიღებს და არ წავა ქალების, ბავშვებისა და მოხუცების დასახოცად. უკრაინა კი არ დაესხა თავს რუსეთს, რუსეთი დაესხა თავს უკრაინას”.

“თქვენ იქ საომრად კი არ მიდიხართ, სამარადიოროდ მიდიხართ, ამიტომ გეუბნებით პირდაპირ, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ: თუ ავტომატს აიღებთ და უკრაინაში საომრად წახვალთ, თქვენ იქნებით ბო-*ე-ბი!” – ამბობს “გრიშა მასკოვსკი” ვიდეომიმართვაში.

Cesko