სტრასბურგმა მაქარაშვილი და ბერძენიშვილი გააწბილა – განაჩენი მათი საწინააღმდეგოა

0
898
22 Views

გიორგი მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავასა და ზურაბ ბერძენიშვილის სარჩელზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, 2019 წლის ნოემბერში, პარლამენტის შენობასთან გამართული დემონსტრაციისას მაქარაშვილისა და ბერძენიშვილის მიმართ შეკრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა.

რაც შეეხება კაჭარავას – ოფიციალურ განცხადებაში აღნიშულია, რომ კანონი მხოლოდ ამ მოსარჩელეს მიმართ დაირღვა, რადგან “არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ის დემონსტრაციის დაგეგმვაში მონაწილეობას ან საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელის ბლოკორებას ახდენდა.” შესაბამისად, სასამართლომ სახელმწიფოს არამატერიალური ზიანისთვის ირაკლი კაჭარავასთვის 3 თვის ვადაში 1600 ევროს გადახდა დააკისრა.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ “საქართველოს ხელისუფლებამ საკმარისი ტოლერანტობა გამოიჩინა დემონსტრაციის მონაწილეების მიმართ”. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ სახელმწიფოს მოქმედებები საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელების გათავისუფლების მიზნით მართლზომიერი იყო.

“მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” – ამ სახელწოდების განაცხადით მოსარჩელეებმა

სტრასბურგში 3 წლის წინ პარლამენტთან გამართული დემონსტრაციის დროს შეკრების უფლების შეზღუდვა და მათი რამდენიმე დღიანი დაკავება გააპროტესტეს.

რუსთავი 2

Cesko