31 Views
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მას სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბოლო ნაბიჯი მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ რაუნდს.
„პუტინი ახლა აჩვენებს თავის სისუსტეს, რადგან რასაც ხედავთ არის, რომ ის ცდილობს ნაკლებად გაწვრთნილი, ნაკლებად გამოცდილი და ნაკლებად მოტივირებული პერსონალის მობილიზებას და მას სურს ფსევდორეფერენდუმების ჩატარება უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე. ამიტომ ვფიქრობ ეს კვლავ მოითხოვს სანქციებს ჩვენი მხრიდან”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, 300 000 რეზერვისტი იქნება გაწვეული უკრაინის ომისთვის.