რუსეთი შეაჩერებს მათ, ვინც მსოფლიო ბატონობას ესწრაფვის – ვლადიმირ პუტინი

0
661
21 Views

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთის მიზანია რუსეთის დაშლა.

“დასავლეთის მიზანია ჩვენი ქვეყნის დასუსტება, დაყოფა და საბოლოოდ განადგურება. უკვე პირდაპირ ამბობენ, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლა შეძლეს, ახლა კი დადგა დრო, რომ თავად რუსეთი დაიშალოს“, – აღნიშნა პუტინმა.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე და დასძინა: „დასავლეთმა გადალახა ყველა ზღვარი, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები საუბრობენ უკრაინაში შეტევითი იარაღის მიწოდებაზე“.

პუტინმა სიტყვით გამოსვლისას ასევე თქვა: “რუსეთი შეაჩერებს მათ, ვინც მსოფლიო ბატონობას ესწრაფვის“.

Cesko