არჩევანი თქვენზეა, რა გირჩევნიათ: იყოთ საწყალი და უბედური, თუ იმ მცირედითაც იხაროთ, რაც განგებისგან მოგეცათ – რუსუდან შარაძე

0
595
23 Views

პროფესორ გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თითქოს ყველაფერი აქვთ ბედნიერებისთვის, მაგრამ მაინც უბედურები არიან, რადგან მთავარი აკლიათ – ყველაფერში სიკეთის დანახვა, მცირედით ტკბობა, არსებულის დაფასება და პირიქით – არის ხალხი, ვისაც თითქმის არაფერი გააჩნია, პრობლემები თავზე აყრია, მაგრამ ვერც შეატყობ, რადგან ღმერთმა დააჯილოვა გახარების ნიჭით (აქ გრიგოლის „გაიხარე-გამახარე“ მახსენდება).

ვინმე იტყვის, რომ ეს აღზრდის, კულტურა-უკულტურობის, ან კიდევ რწმენა-ურწმუნობის „ბრალია“ და ალბათ, ნაწილობრივ, ასეცაა, მაგრამ ჩემი აზრით (და არ მგონია, ჩემი აზრი იყოს), ბედნიერება-უბედურება მაინც შინაგანი მდგომარეობაა, პიროვნების ინდივიდუალური ხასიათია.

ყველა ადამიანი თავისებურად საწყალია. ე.ი. სულ ყველას აქვს მიზეზი (ვიღაცას ბევრი, ვიღაცას – ცოტა), იყოს საწყალი… და აი, აქ იჩენს პიროვნების შინაგანი არსი თავს, მხოლოდ მან უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნია – იყოს საწყალი და უბედური თუ იმ მცირედითაც იხაროს, რაც სამაგიეროდ განგებისგან მიეცა.
ბედნიერი ფეხშველი კაციც მინახავს“, – წერს რუსუდან შარაძე.

Cesko