“აღარც საუბრობს, ძალიან მოტეხილი და შეცვლილია…”, – ზურაბ ყიფშიძის შვილი მამაზე

0
1276
26 Views

ზურაბ ყიფშიძის შვილი, ლენუკა ყიფშიძე მამის ახლანდელ მდგომარეობაზე “პრაიმტაიმს” ესაუბრა.

58 წლის მსახიობის ქალიშვილის თქმით, მამაზე მიშა გომიაშვილის გარდაცვალებამ ძალიან იმოქმედა, პლუს ამას, ზურა დროებით თეატრშიც არ თამაშობს, რადგან სპეექტაკლები შეჩერებულია:

მე ვთვლი, რომ ზურას, ზოგადად, ასაკი არ ეტყობა. რაც წლები ემატება, მით უფრო კარგად გამოიყურება და ახალგაზრდულია.

ახლა ძალიან მოტეხილია, მიშა გომიაშვილის წასვლამ იმოქმედა მასზე.

ძაღლს მოჰკიდებს ხელს და გარეთ გადის. უყვარს საუბრის დროს დაცლა. მთელი ცხოვრება, ასეთი საუბრების დროს, დედაჩემი იყო მისთვის საუკეთესო კომპანიონი. გააჩნია რა ხასიათზეა. ხან ჩემს შვილს, ხან ნატალიას, ხან გიორგის ესაუბრება. თუ ატყობს, რომ მე არ ვარ ხასიათზე, მეთიშება. თორემ ჩემთანაც უყვარს საუბრის გაბმა.

ახლა მინორული პერიოდი აქვს. არ საუბრობს, შეიცვალა… ცოტა ხნით ქობულეთში იყო თეატრის “კამანდასთან” ერთად. ეტყობა ამდენი პრობლემისგან და ნეგატივისგან დაიღალა, თან ახლა საქმით დაკავებული არ არის.

ყველაზე მეტად ის კლავს, რომ არ თამაშობს. ამ დროს ვერ ვცნობ. რადიკალურად იცვლება, როდესაც თავის საყვარელ საქმეს აკეთებს.

მენანება, რომ თავის ამხელა პოტენციალს და ენერგიას ვერ ხარჯავს. ზურას მე უფრო მაღალი კლასის პროექტებში ვხედავ. ძალიან მინდა კინოში ვნახო. ძალიან მაკლია. თეატრშიც დროებით შეჩერებულია სპექტაკლი “მეფე ლირი”. ამას განიცდის”, – აცხადებს ლენუკა ყიფშიძე “პრაიმტაიმთან” საუბარში.

Cesko