ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია წინასწარმეტყველებს, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხდება.
“რუსეთი რა თქმა უნდა აგებს ომს. რუსეთის სათავეში სამხედროები მოდიან. მათ არ უნდათ რომ პუტინის მეფობა გაგრძელდეს. პუტინის ხელისუფლებასა და სამხედროებს შორის დიდი უთანხმოება იქნება. რუსეთი ამას ვერ გაექცევა: პუტინი მიდის, სამხედროები მოდიან.”
“მე ვხედავ ძალიან საყურადღებოს – ადამიანს იტაცებენ! მე არ შემიძლია მეტის თქმა.”
უკრაინული ჯარი დაეხმარება საქართველოს და მათ ვხედავ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. ყველაფერი თავის ადგილზე უნდა დადგეს; ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. საქართველო და ქართველი ხალხი გადარჩება”.
“საქართველო გადარჩება, ყველგან დაიწყო ომები რაც ვიწინასწარმეტყველე, მაგრამ საქართველო ისეთ გზაგასაყარზე დგას, აუცილებლად გადარჩება. მომავალში უკრაინულ ჯარს ვხედავ სამაჩაბლოსა და აფხაზეთთან, ანუ უკრაინის არმია დაეხმარება საქართველოს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და ყველაფერი დალაგდება“, – ამბობს ლელა კაკულია.