„ოცნებამ“ სააკაშვილზე გადაწყვეტილება მიიღო – როდის გაუშვებენ მიშას?

0
596
35 Views

სანამ ხელისუფლებაზე ვიტყვით, მანამდე ოპოზიციაზე ვთქვათ, ჯიუტად ცდილობს მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა, მმართველი გუნდი დააჯეროს, რომ მიშა ქართულ პოლიტიკაზე საერთოდ არ ფიქრობს და გათავისუფლების შემთხვევაში, ის ქვეყნიდან წავა. უფრო ზუსტად, მის გათავისუფლებაზე უკვე ადვოკატებიც აღარ საუბრობენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ სასჯელის გადავადება უნდა მოხდეს და სააკაშვილი სამკურნალოდ წავიდეს, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთ შემთხვევაში, მიშა უკან დაბრუნდება და დარჩენილი ვადის მოხდას გადაწყვეტს, ძალიან ცდება.

„მართლა არ ვიცი, სჯერათ თუ არა თუნდაც სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მას სასჯელს გადაუვადებენ და სამკურნალოდ გაუშვებენ, მაგრამ მე დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ თუ სასწაული არ მოხდება, მიშას 2025 წლამდე გარეთ არავინ გაუშვებს. 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებია, ერთი წლის შემდეგ – ადგილობრივი თვითმმართველობისა და ამიტომ, თავისუფლებაზე მყოფი სააკაშვილი „ოცნებას“ არ სჭირდება. გუნდში ამ საკითხზე მყარი პოზიციაა და თუ ზოგადად, ქვეყანაში არ შეიცვალა რადიკალურად ყველაფერი, მის შეცვლას არავინ განიხილავს. რაც მთავარია, თავად სააკაშვილი დამშვიდდა იმით, რომ საავადმყოფოშია და არა ციხეში, ხოლო ხელისუფლებამ უზუსტესად იცის, რომ ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამიტომ, ახლა ორივე მხარე მშვიდად ელოდება მოვლენების განვითარებას და ეს ყველაფერი 2025 წლის მიწურულს უნდა დასრულდეს“, – გვეუბნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

მისივე თქმით, დღევანდელი მოცემულობით, „ოცნება“ არათუ მეოთხე ვადით დარჩენას, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებასაც ფიქრობს და არც იმ საარჩევნო ცვლილების მიღებას აპირებს, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. ანუ, ამათ რომ უსმინო, ისე გაიჯეჯილეს, 2014 წლისთვისაც მოქმედ კანონმდებლობას ტოვებენ ძალაში  და ყეყეჩურად დარწმუნებულები არიან, რომ პარლამენტში კვლავ 30 მაჟორიტარი და 120 პროპორციული სიით გასული დეპუტატი შევა. სულაც ერთ ადგილას კიდიათ, თუ ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება შარლ მიშელის დოკუმენტს არათუ არ ასრულებს, არამედ ამ დოკუმენტის არსებობა აღარც კი ახსოვს. ოპოზიცია ელოდება, როდის გამოაცხადებს ამის შესახებ „ოცნება“ ოფიციალურად, რათა იმავე შრალ მიშელთან და სხვა დასავლელ პარტნიორებთან იჩივლოს. რა გამოვა ამ ჩივილისგან, ვერ გეტყვით, მაგრამ ხმაური რომ იქნება, ფაქტია.

Cesko