ახლახანს ცნობილი ხდება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით…

0
2481
32 Views

სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, “მთავარი არხის” ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას, შეწყალების საკითხი განიხილოს.ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მზად არის, პირადად შეხვდეს სალომე ზურაბიშვილს და პოზიციები გაცვალონ.ომბუდსმენის განმარტებით, ნიკა გვარამია  არის მსჯავრში მიცემული იმის გამო, რაც საქართველოს კანონმდებლობით და არც საერთაშორისო პრაქტიკით არ წარმოადგენს დანაშაულს:
ადამიანი არის მსჯავრში მიცემული იმის გამო, რაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, საერთაშორისო პრაქტიკით, არ წარმოადგენს დანაშაულს, ამის მტკიცებულებები გვაქვს, გვაქვს კომპეტენტური სამართლებრივი მოსაზრება და რა თქმა უნდა, ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია, რომ თუკი პირის მიმართ დადგა განაჩენი, რაც არ წარმოადგენს დანაშაულს, პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია იმისთვის აქვს, რომ ასეთი უსამართლო პრეცედენტები ქვეყანაში არ იყოს”,- თქვა ნინო ლომჯარიამ.

Cesko