თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას: ბურჯანაძესთან ერთად აპიპინეთ რუსთაველზე და 8% კი არა, პირდაპირ ბურჯანაძის პარტიის რეიტინგზე დაგსვამს ხალხი

0
510
30 Views

ბურჯანაძესთან ერთად აპიპინეთ რუსთაველზე და 8% კი არა, პირდაპირ ბურჯანაძის პარტიის რეიტინგზე დაგსვამს ხალხი, – ასე მიმართავს პარტია „კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას.

„ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ ბურჯანაძის ქება დაიმსახურა, ასე გააგრძელე და ვექტორალური აზელვა ქვეყნის ცრუ დამბეზღებელთან, აპიპინეთ რუსთაველზე ბურჯანაძესთან ერთად და 8 პროცენტი კი არა პირდაპირ ბურჯანაძის პარტიის რეიტინგზე დაგსვამს ხალხი! ხალხი? ხალხი ბრძენია, როცა პუტინის ტყვე სააკაშვილი ციხეშია, პრინციპული ბრძოლა ღირებულბებით ხალხმა ვერ დაინახა და ხალხი „თამაშს” და ვექტორალურ „აზელვას“ ფსევდო ლიდერებს – არავის აპატიებს, არც აპატია!” – წერს თაკო ჩარკვიანი.

Cesko