R Kelly ბავშვთა პორნოგრაფიის შექმნასა და არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს

0
330
21 Views

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 55 წლის ამერიკელი მუსიკოსი R Kelly ბავშვთა პორნოგრაფიის შექმნასა და არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

ამასთან, ჩიკაგოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მომღერალი გამართლდა ბრალდების 7 პუნქტის მიხედვით, რომელთა შორის იყო სამართალწარმოების განხორციელებისთვის ხელის შეშლა და შეთქმულება ბავშვთა პორნოგრაფიის მიღების მიზნით.

R Kelly „გრემის“ სამგზის გამარჯვებულია. მისი დისკოგრაფია 14 სტუდიურ ალბომს ითვლის, პოპულარობა კი 1995 წელს გამოსულმა კომპოზიციამ I Believe I Can Fly მოუტანა.

ივნისის ბოლოს ნიუ-იორკის სასამართლომ R Kelly-ს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობისთვის 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

Cesko