ზელენსკი ავარიაში მოყვა – რა მოხდა კიევთან ახლოს

0
888
22 Views

უკრაინის პრეზიდენტი ავარიაში მოყვა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსპიკერი იტყობინება.

„კიევთან ახლოს მსუბუქი ავტომობილი უკრაინის პრეზიდენტის მანქანას და თანმხლებ მანქანებს შეეჯახა. სახელმწიფოს მეთაურის თანმხლებმა მედიკოსებმა მძღოლს სასწრაფო დახმარება გაუწიეს და სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს.

პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა, სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. მომხდარის ყველა გარემოებას სამართალდამცველები გამოიძიებენ.“ – წერს სერგეი ნიკიფიროვი.

Cesko