29 Views
„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის მიმართულებით 4 შეტევითი ოპერაცია განახორციელეს. მოგვიანებით კიდევ 2-3 მიმართულება დაემატა“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში განაცხადა.
სომხეთის პრემიერის თქმით, აზერბაიჯანული მხარე ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ სომხეთი წავიდა პროვოკაციულ ქმედებაზე.
ფაშინიანი ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„აზერბაიჯანი ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს უპასუხა სომხეთის მიერ წამოწყებულ პროვოკაციას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის სიცრუე და რეალობას არ შეესაბამება“, – განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ სომხურ მხარეს 49 მსხვერპლი ჰყავს.
„ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით თავდაცვის ძალებში 49 მსხვერპლი გვყავს“, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.