20 Views
ედინბურგი დედოფალს ემშვიდობებიან. სენტ-გაილსის ტაძარში ელისაბედ მეორის ცხედარს ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი.
სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებოდნენ მეფე ჩარლზი, პრინცესა ანა და პრინცები- ენდრიუ და ედვარდი. დღეს დედოფლის ცხედარს ლონდონში გადაასვენებენ, დაკრძალვის ცერემონია კი 19 სექტემბერს, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.
ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. მონარქის ტიტული მან 70 წელი ატარა.