24 Views
ახალი სასწავლო წლიდან გაკვეთილების ხანგრძლივობა გაიზრდება. etaloni.ge-ს ინფორმაციით, საუბარია გაკვეთილების 10-15 წუთით გაზრდაზე.
როგორრც განათლების სამინისტროში განმარტავენ, თუ შარშან ერთ გაკვეთილს 30-35 წუთი ეთმობოდა, ამჯერად სკოლებს აღარ აქვთ უფლება საგაკვეთილო დრო შეამცირონ. კლასების მიხედვით, გაკვეთილების ხანგრძლივობა 40 ან 45 წუთი იქნება.
ინფორმაციისთვის, საგაკვეთილო დროის შემცირება პანდემიით იყო გამოწვეული.