ქალი, რომელსაც რუსეთი დარია დუგინას მკვლელად აცხადებდა, მოკლული იპოვეს

0
1216
24 Views

ქალი, რომელსაც რუსეთი დარია დუგინას მკვლელად აცხადებს, მოკლული იპოვნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეგრამ არხები ავრცელებენ და წერენ, რომ ნატალია ვოვკი, იგივე ნატალია შაბანი, რომელიც რუსული ძალოვანი უწყებების თქმით დარია დუგინას მკვლელია, და რომელიც მათივე მტკიცებით აზოვის წევრია, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვნეს.

ტელეგრამ არხები ავრცელებენ მოკლული ქალის კადრებს  შემთხვევის ადგილდან და წერენ, რომ მას დანით 17 ჭრილობა ქონდა მიყენებული, ხელში კი წერილი ეჭირა. მისი შვილის ადგილსამყოფელი უცნობია. სხვა დეტალები არ კონკრეტდება.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ოლქში რუსი პროპაგანდისტის ალექსანდრ დუგინის მანქანა 20 აგვისტოს ააფეთქეს, რომელშიც მისი შვილი დარია დუგინა იმყოფებოდა.

29 წლის დარია დუგინა ადგილზე გარდაიცვალა.

Cesko